სტატიკური გარდამქმნელი BCD 380/220 (110)-60

ჩვენი კომპანია აწარმოებს სტატიკურ გარდამქმნელს BCD 380/220 (110)-60, რომელიც დამზადებულია თანამედროვე "IGBT Inverter Technology"-ს გამოყენებით. ის ასრულებს გარდაქმნას სამფაზა ცვლადი ძაბვის 3x380v მუდმივ სტაბილიზებულ ძაბვაში 240v (ან 120v) და გამოიყენება, კერძოდ, აკუმულატორების ბატარეის დამუხტვისთვის ელექტრო ქვესადგურებზე.

თანამედროვე ტექნოლოგიების და საელემენტო ბაზის გამოყენება გვაძლევს საშუალებას:

  • ოთხჯერ შევამციროთ გარდამქმნელის წონა;
  • გავზარდოთ საიმედოობა და მარგი ქმედების კოეფიციენტი;
  • შევამციროთ ექსპლუატაციის და რემონტის ხარჯები;

BCD 380/220 (110)-60 ძირითადი ტექნიკური მონაცემები:

შემომავალი ძაბვა, V 3x380v + 10%, 50ჰც
გამომავალი ძაბვა, V 240v (ან 120v)
გამომავალი დენის შეზღუდვის ზღვარი, A 60 + 2
მაქსიმალური სიმძლავრე, kW 20
ინვერტორის სამუშაო სიხშირე, კჰც 20
მუშაობის რეჟიმი ხანგრძლივი