ვაგონის ელექტროკვების ბლოკი ვებ-750/80

ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო ჩვენი კომპანიის აქტიური მონაწილეობა მეტროს ვაგონების მოდერნიზაციაში. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ დავაპროექტეთ და ვამზადებთ მეტროპოლიტენის ვაგონების საბორტე აკუმულატორების ბატარეის დამტენი და ელექტრონული მოწყობილობების ელექტროკვების ბლოკებს „ვებ 750/80“ რომელთა დანიშნულებაა მორალურად და ფიზიკურად დაძველებული ბლოკების БПСН-5У2М შეცვლა.

ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებული კვების ბლოკი „ვებ 750/80“, ახალი, თანამედროვე IGBT ტექნოლოგიის და თანამედროვე ელემენტური ბაზის გამოყენების ხარჯზე გვაძლევს საშუალებას:

  • ოთხჯერ შევამციროთ ელექტროკვების ბლოკის წონა და ზომები;
  • ავამაღლოთ საიმედოობა და მარგი ქმედების კოეფიციენტი;
  • შევამციროთ ხარჯები ექსპლუატაციაზე და რემონტზე;
  • სრულად გამოვრიცხოთ ხმაური კვების ბლოკის მუშაობის დროს.

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები „ვებ 750/80“:

შემომავალი ძაბვა, V 800(550-1020)
გამომავალი ძაბვა, V 80+1
სიმძლავრე, kW 5
გაბარიტული ზომები, მმ 700x290x380
წონა, კგ 55

ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებული ვაგონის ელექტროკვების ბლოკებით „ვებ 750/80“ აღჭურვილია თბილისის მეტროპოლიტენის ასზე მეტი მოდერნიზებული ვაგონი.

ვაგონის ელექტროკვების ბლოკებს „ვებ 750/80“ კომპანია ამზადებს ექსპორტზეც:

ამ დროისათვის ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებული ელექტროკვების ბლოკებით „ვებ 750/80“ აღჭურვილია 120 ვაგონი ბაქოს მეტროპოლიტენში და 30 ვაგონი ერევნის მეტროპოლიტენში.